საქართველოს პასპორტი გლობალური ინდექსის რეიტინგში 50-ე ადგილზეა


საქართველოს პასპორტი 2024 წლის გლობალური ინდექსის რეიტინგში 50-ე ადგილზე მოხვდა.

საქართველოს მოქალაქეებს უვიზოდ მიმოსვლა უკვე 121 ქვეყანაში შეუძლიათ.

„ჰენლი ენდ პარტნერსი“ გლობალური პასპორტის რეიტინგს უკვე 19 წელია ადგენს. კვლევის თანახმად, 2024 წლის ყველაზე ძლიერი პასპორტების მფლობელი ქვეყნებია: საფრანგეთი, გერმანია, იტალია, იაპონია, სინგაპური, ესპანეთი. ამ ქვეყნების პასპორტით უვიზოდ მოგზაურობა 194 ქვეყანაში არის შესაძლებელი.

სამხრეთ კორეის, ფინეთსა და შვედეთს მოქალაქეებს უვიზოდ 193 ქვეყანში შეუძლიათ მოგზაურობა. რეიტინგში ბოლო ადგილებს იკავებს: ავღანეთი, სირია, ერაყი, პაკისტანი, იემენი და სომალი.

2023 წლის შემდეგ, ყველაზე მეტად უკრაინა და ჩინეთი დაწინაურდნენ და ორი პოზიციით წინ გადაინაცვლეს. ჩინეთი ყველაზე ძლიერ პასპორტებს შორის 62-ე ადგილს იკავებს, უკრაინა კი 32-ე ადგილზეა და მისთვის საზღვრები 148 ქვეყანამ გახსნა.